უკრაინის და ჩინეთის ლიდერებს შორის შესაძლოა, სატელეფონო საუბარი შედგეს
19/01/2024 06:15:42 მსოფლიო
კიევი ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის ორგანიზებაზე მუშაობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დავოსში Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ახლა ვცდილობთ, ვმუშაობთ ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბრის ორგანიზებაზე, ვინაიდან არის საკითხები, რომლებზეც მათ შეუძლიათ ისაუბრონ, კონკრეტულად კი "მშვიდობის ფორმულაზე", რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის მიერაა შემოთავაზებული, როგორც უკრაინაში სამართლიანი და მყარი მშვიდობის მიღწევის საშუალება”,-განაცხადა კულებამ.


