რუსეთში ნაცისტური ორგანიზაციებისა და მათი ატრიბუტების რეესტრი შექმნეს
19/01/2024 07:25:01 მსოფლიო
რუსეთში იუსტიციის სამინისტრომ შექმნა ნაცისტური ორგანიზაციებისა და მათი ატრიბუტების რეესტრი და უკვე დაარეგისტრირა ოთხი უკრაინული ორგანიზაცია, ასევე ლოზუნგი "დიდება უკრაინას" და "დიდება გმირებს".
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასევე იგეგმება სიაში იმ სტრუქტურების შეყვანა, რომლებიც თანამშრომლობდნენ ნიურნბერგის ტრიბუნალის მსჯავრდებულებთან ან უარყოფენ მის დასკვნებს.
სიაში ასევე მოხვდა უკრაინის სახალხო რევოლუციური არმია, უკრაინის მეამბოხეთა არმია, უკრაინის სახალხო თავდაცვა და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია. რეესტრში ასევე მოცემულია ამ ორგანიზაციების ატრიბუტები და ლოზუნგები.
უკრაინის მეამბოხეთა არმია, უკრაინის სახალხო თავდაცვა და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია ადრე რუსეთში "ექსტრემისტებად" იყო აღიარებული, ხოლო მათი საქმიანობა - აკრძალული.


