რუსული ძალების თავდასხმის შედეგად ხერსონში მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ
19/01/2024 07:45:25 მსოფლიო
უკრაინული მედიის ცნობით, 18 იანვარს, რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, ხერსონის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მტერმა ოლქს 67 ჭურვი ესროლა. მათ სამიზნეს საცხოვრებელი კვარტლები და კრიტიკულ ინფრასტრუქტურული ობიექტები წარმოადგენდა.
გასულ დღეს ოკუპანტები უტევდნენ დნეპროპეტროვსკისა და მიკოლაევის ოლქებსაც. მათ დაბომბეს ხარკოვის ოლქის 20 დასახლებაც.


