Accentnews.ge
დეპუტატი: "თეთრი ხიდი" დაზიანებულია, ზედაპირი უსაფრთხო აღარაა მოქალაქეებისთვის!

დეპუტატი: "თეთრი ხიდი" დაზიანებულია, ზედაპირი უსაფრთხო აღარაა მოქალაქეებისთვის!

19/01/2024 08:31:01 რეგიონები, საზოგადოება

ქუთაისის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიგა შუშანია ამბობს, რომ ქუთაისის თეთრი ხიდი კვლავ დაზიანებულია და მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მისი თქმით, თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2018 წელს 500 ათას ლარამდე დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, ხიდი რამდენჯერმე დაზიანდა, მინის ფილები გაბზარულია.

საკრებულოს წევრი ხიდის რეაბილიტაციას, მისთვის ავთენტურის სახის დაბრუნებას და იმ ადამიანების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც, მისი თქმით, სამუშაოები უხარისხოდ ჩაატარეს:

„ამ ხიდი რეაბილიტაციაზე „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ დახარჯა ნახევარი მილიონი ლარი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა. გაკეთების ნაცვლად, დაუკარგა ავთენტური სახე. კონსტრუქცია მთლიანად დაჟანგული და დაზიანებულია. ზედაპირი უსაფრთხო აღარაა მოქალაქეებისთვის, წვიმიან ამინდშიც კი საშიშია გავლა. მინის ფილები ზიანდება, ამიტომ მოვითხოვთ, რომ მოხდეს ხელახალი რეაბილიტაცია, პროექტის საჯარო განხილვა, რომ დაუბრუნდეს ავთენტური სახე".

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი სხვა ისტორიული ძეგლებისთვის შექმნილ საფრთხეებზეც საუბრობს. მისი ცნობით, ავთენტურობას კარგავს იმერეთის მეფეთა სასახლე „ოქროს ჩარდახი“, ასევე გაურკვეველია, შეინარჩუნებს თუ არა ისტორიულ სახეს ცენტრალური ბულვარი, რადგანაც სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროექტის პრეზენტაცია ჯერ არ მომხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S