Accentnews.ge
საქართველოს სამ საჰაერო სივრცეში პარაპლანით კომერციული ფრენები დაუშვეს

საქართველოს სამ საჰაერო სივრცეში პარაპლანით კომერციული ფრენები დაუშვეს

19/01/2024 08:50:03 რეგიონები, ეკონომიკა, საზოგადოება

18-თვიანი აკრძალვის შემდეგ სამ საჰაერო სივრცეში: გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში პარაპლანით კომერციული ფრენები დაუშვეს - ინფორმაციას BM.ge პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელ ირაკლი კაპანაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ამ ეტაპზე ფრენებისთვის 3 გამოყოფილი სივრცე გვაქვს: გუდაური, ბაკურიანი და ანანური. ამ სამი საჰაერო სივრცის გარდა სხვა ადგილებზე ფრენების განხორციელების უფლება არ გვაქვს. ახლა ვმუშაობთ კიდევ 10-11 ადგილზე ნებართვის მიღებაზე. ეს უკვე იქნება მთავრობის დადგენილების საფუძველზე. ამ ეტაპზე 60-70 ადამიანამდეა, რომლებსაც ფრენის კვალიფიკაცია აქვს მოპოვებული. ზოგს საგამოცდო საფუძველზე, ზოგს აღიარების (უცხოელებს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში აქვთ მსგავსი ნებართვა). ამის გარდა, საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელიც კომერციული ფრენის პილოტის ნებართვის მოპოვების პროცესშია", - განაცხადა ირაკლი კაპანაძემ.

პარაპლანით ფრენა მთავრობამ 2022 წლის ივლისში, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრენის დროს 2 ადამიანის ჩამოვარდნის შემდეგ აკრძალა. ერთი წლის შემდეგ კი სექტორს ფრენების აღდგენის ნებართვა მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემთხვევაში მიეცა.

2023 წლის 8 მაისს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა წესები, რომლებიც პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს არეგულირებს. ეს წესები არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა მათ შესასრულებლად გარკვეული მოთხოვნები არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S