Accentnews.ge
მედია: უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა

მედია: უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა

19/01/2024 09:47:59 მსოფლიო

19 იანვრის ღამეს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიაზე მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა,– წერს "უკრაინსკა პრავდა" უკრაინის დაზვერვის სამსახურიდან წყაროზე დარყდნობით.

როგორც წყარო გამოცემას უამბობს, დრონებით თავდასხმა განხორციელდა ტამბოვის დენთის ქარხანაზე და კლინცის ნავთობის საცავზე.

მისივე თქმით, დენთის ქარხანაზე თავდასხმის შედეგები ზუსტდება, მაგრამ კლინცში არის "სამხედრო ობიექტის მნიშვნელოვანი დაზიანება".

"პუტინმა ყველაზე მეტ რადიოელექტრონული ბრძოლისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს თავი მოუყარა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების დამუშავდება შემდგომშიც", - ამბობს წყარო გამოცემასთან.

18 იანვარს აფეთქებების ხმები ისმოდა მოსკოვთან და პედერბურგთან. რუსეთის თავდაცვის განცხადებით, მათ უკრაინული დრონებით შეტევა მოიგერიეს. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ღონისიება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული და რომ შედეგები ზუსტდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S