Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: A-50-ის დაკარგვის შემდეგ, რუსეთი ახალ თვითმფრინავს იყენებს, მაგრამ გაცილებით ფრთხილად

ბრიტანული დაზვერვა: A-50-ის დაკარგვის შემდეგ, რუსეთი ახალ თვითმფრინავს იყენებს, მაგრამ გაცილებით ფრთხილად

19/01/2024 11:19:08 მსოფლიო

ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ A-50–ის ტიპის თვითმფრინავის დაკარგვის შემდეგ, რუსეთი უფრო დიდი სიფრთხილით იყენებს სხვა A-50-ს.

„როგორც ჩანს, 2024 წლის 17 იანვარს რუსეთის საჰაერო ძალებმა დაიწყეს კიდევ ერთი A-50–ის თვითმფრინავის ოპერირება, მაგრამ ამჯერად რუსეთის სახმელეთო ტერიტორიის თავზე, კრასნოდარის ტერიტორიის მახლობლად, უკრაინის აღმოსავლეთით“, - ნათქვამია 19 იანვრის მიმოხილვაში.

ბრიტანული დაზვერვის განმარტებით, ეს მიუთითებს რუსეთის მზაობის შემცირებაზე, რისკის ქვეშ დააყენოს თვითმფრინავები და დარჩენილი A-50-ების შენარჩუნების მცდელობაზე უკრაინაში მათი საერთო ეფექტურობის საზიანოდ.

„მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პოზიციის არარსებობისა A-50-ის დაკარგვის თაობაზე, ასეთი აქტივობა ცხადყოფს რუსეთის მდუმარე აღიარებას უკრაინელების მიერ მაღალი ღირებულების ობიექტის წინააღმდეგ განხორციელებული წარმატებული ოპერაციის შესახებ“, - აღნიშნავენ დაზვერვაში.

დაზვერვის თქმით, A-50-ის დაკარგვა უბედური შემთხვევა რომ ყოფილიყო, ასეთი გადაწყვეტილება საჭირო არ იქნებოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ორი თვითმფრინავის დამარცხება უკრაინის საჰაერო ძალების ოპერაციის შედეგი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S