Accentnews.ge
ვიზების სკანდალთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს

ვიზების სკანდალთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს

19/01/2024 13:21:34 მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე პიოტრ ვავჟიკი დააკავეს. მას ფულის სანაცვლოდ სავიზო განაცხადების დაჩქარებაში ედება ბრალი.

ვავჟიკი ყოფილი მმართველი პარტიის "კანონისა და სამართლიანობის წარმომადგენელია" და 2019 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში საკონსულო საკითხებს კურირებდა. 2023 წლის აგვისტოში ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ვავჟიკი 17 იანვარს ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს, თუმცა ბრალის წარდგენის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პოლონური მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება პოლონეთის დიპლომატიური მისიების საქმიანობას ჰონგ კონგში, ტაივანში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ინდოეთში, საუდის არაბეთში, სინგაპურში, ფილიპინებსა და კატარში. საუბარია ვიზის გაცემის ასობით შემთხვევაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S