Accentnews.ge
Bloomberg: ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტის განხილვა დაიწყეს

Bloomberg: ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტის განხილვა დაიწყეს

19/01/2024 16:50:24 მსოფლიო

ევროკავშირის ქვეყნებმა დაიწყეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მე-13 პაკეტის განხილვა უკრაინაში მის შეჭრასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ის დამტკიცდება შეჭრიდან მეორე წლისთავზე, 24 თებერვალს, იტყობინება Bloomberg.

სანქციების სიას სავარაუდოდ დაემატება ახალი ფიზიკური პირები და სუბიექტები, ასევე ახალი სავაჭრო შეზღუდვები და დამატებითი ზომები სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ საბრძოლველად. Bloomberg-ის ცნობით, ოთხშაბათს ახალი პაკეტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე განიხილეს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ახალი პაკეტის 24 თებერვლამდე დამტკიცება ადვილი არ იქნება – სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობა ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. კონკრეტული წინადადებები ჯერ არ გამოცხადებულა.

დეკემბერში დამტკიცებული სანქციების მე-12 პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი რუსული ბრილიანტების იმპორტის ეტაპობრივი აკრძალვა იყო. ასევე დაინერგა დამატებითი ზომები მესამე ქვეყნების მეშვეობით სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S