პაკისტანი: ირანთან კონფლიქტის ესკალაცია არავის სურს
19/01/2024 18:39:43 მსოფლიო
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯალილ აბას ჯილანიმ ბოლო დღეებში ირანთან დაძაბული ურთიერთობის კომენტირებისას თქვა, რომ ნდობის აღდგენაა საჭირო და პაკისტანს ირანთან კონფლიქტის ესკალაციის სურვილი არ აქვს.
16 და 18 იანვარს განხორციელებული საჰაერო თავდასხმების ფონზე ირანისა და ბირთვულ პაკისტანს შორის ურთიერთობაში დაიძაბა, თუმცა ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს დაძაბულობის შემცირების მზაობა – 19 იანვარს პაკისტანის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
16 იანვარს ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე ბელუჯების პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. პაკისტანის ცნობით დარტყმას ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ.
პაკისტანმა საჰაერო სივრცის დარღვევა დაგმო, ირანიდან ელჩი გაიწვია და განაცხადა, რომ საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს. 18 იანვარს პაკისტანის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სისტან-ბელუჯისტანის რეგიონზე.


