Accentnews.ge
ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან საზღვარზე თავდაცვითი ზონების შექმნას იწყებენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან საზღვარზე თავდაცვითი ზონების შექმნას იწყებენ

19/01/2024 18:52:07 მსოფლიო

ბალტიისპირეთის თავდაცვის მინისტრები პარასკევს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შექმნან თავდაცვითი ზონები მათ აღმოსავლეთ საზღვრებზე, რათა დაუპირისპირდნენ რუსეთის შესაძლო აგრესიას. ERR-ის ცნობით, ესტონეთი საზღვრის გასწვრივ 600-მდე გამაგრებულ ბუნკერს ააშენებს. ლიეტუვა და ლატვია ასევე ააშენებენ დამცავ ნაგებობებს.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა კაიდო ტიიტუსმა განაცხადა, რომ ბუნკერების ხაზი გაივლის იდა-ვირუს ოლქში, რომელიც ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის რეგიონს და ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით - რუსეთის პსკოვის ოლქის საზღვარზე. თითოეული ბუნკერი დაიტევს 10-მდე სამხედრო მოსამსახურეს და გაუძლებს 152 მმ კალიბრის ჭურვის პირდაპირ დარტყმას. მათი მშენებლობა, სავარაუდოდ, დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაჯდება.

„რუსეთი არის და იქნება ყველაზე დიდი საფრთხე ესტონეთის უსაფრთხოებისთვის. უკრაინაში ომმა შეამცირა რუსეთის თავდასხმითი ძალა, მაგრამ, სხვადასხვა შეფასებით, ის მზად არის აღადგინოს ის ორ-სამ წელიწადში. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და ესტონეთზე თავდასხმის ფასი რუსეთისთვის მაქსიმალურად მაღალი გავხადოთ“, - ციტირებს Postimees ტიტუსის სიტყვებს.

თავდაცვის ინიციატივას ლიეტუვა და ლატვიაც შეუერთდებიან. 18–19 იანვარს რიგაში გამართულ შეხვედრაზე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა განიხილეს როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, ასევე მათი ქმედებები ნატოს ფარგლებში. ნატოსთვის ეს სამი ქვეყანა წარმოადგენს ერთიან „ბალტიის თავდაცვის ზონას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S