Accentnews.ge
„მზად ვარ, დავით–გარეჯის საკითხზე შუამავალი ვიყო“

„მზად ვარ, დავით–გარეჯის საკითხზე შუამავალი ვიყო“

28/05/2019 06:34:10 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დავით– გარეჯის საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„დავით–გარეჯის საკითხიც და ყველა სხვა საკითხიც ძალიან სწრაფად მოგვარდება ნორმალური ხელისუფლების პირობებში. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მზად ვარ, ჩავერთო ამ მოლაპარაკებებში, ამ მთავრობის პირობებშიც მზად ვარ. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი „შნირების“ მთავრობაა, მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი. ესენი არაფრის გადამწყვეტნი არ არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკეები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, რადგან საბოლოო ჯამში, ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S