
ლაფანყურში სამი პირი დაჭრეს
22/01/2024 06:16:46 სამართალი, რეგიონები
თელავის მუნიცპალიტეტში, ლაფანყურში პირმა სამი თანასოფლელი დაჭრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა – ერთ–ერთმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლა განახორციალ, შედეგად, სამი პირი დაჭრა.
დაშავებულები სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის ორ კლინიკაში მოათავსეს. მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.
შსს–ს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.