უკრაინელი სამხედროები დონეცკის ბაზარზე დარტყმასთან კავშირს უარყოფენ
22/01/2024 06:32:35 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ძალების დაჯგუფება „ტავრია“, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე მოქმედებს, უარყოფს, რომ დონეცკის ბაზარზე შეტევასთან კავშირს.
დაჯგუფებამ სოციალური ქსელებით 21 იანვარს, ღამით გაავრცელა განცხადება, რომ ამ შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები არ უწარმოებია.
„ტავრიას“ ცნობით, დონეცკი უკრაინაა და რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს უკრაინელებისთვის სიცოცხლის წართმევაზე.
უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დონეცკის ტექსტილშჩიკის რაიონის ბაზარში აფეთქებები 21 იანვარს, დილით მოხდა. ეს რაიონი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით ათ კლომეტრში მდებარეობს.
რუსეთის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად დანიშნული დენის პუშილინის მტკიცებით, ბაზარ „მერკურიზე“ საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინის არმიამ. პუშილინის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 27 და დაიჭრა 25 ადამიანი.
პუშილინმა 22 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.


