
იტალიაში მკვლელობის საქმეზე ორი ქართველი დააკავეს
22/01/2024 06:36:04 სამართალი, მსოფლიო
იტალიაში, ქალაქ პიზაში 25 წლის ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ძებნილი კიდევ ოთხი ადამიანი დააკავეს, მათგან ერთი საქართველოს მოქალაქეა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ მათ დაადგინეს ყველა პირი, ვინც 5 იანვარს მომხდარ ჩხუბში იყო ჩართული, თუმცა მკვლელობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მკვლელობიდან 24 საათში დაკავებული ქართველია.
პიზის პროკურატურის მოთხოვნით, დაკავებული ტუნისელები წინასწარი დაკავების იზოლატორში, ქართველი კი - შინაპატიმრობაში იმყოფება.
იტალიის ქალაქ პიზაში ტუნისელი ახალგაზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს 32 წლის მოქალაქე რამდენიმე კვირის წინ დააკავეს და სამართალდამცავები, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე, საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებდნენ.