Accentnews.ge
14 წლის გოგოს გაუპატიურებაში დადანაშაულებულისთვის ბრალის წარდგენა ჯერ ვერ ხერხდება

14 წლის გოგოს გაუპატიურებაში დადანაშაულებულისთვის ბრალის წარდგენა ჯერ ვერ ხერხდება

22/01/2024 07:42:49 სამართალი

14 წლის გოგოს გაუპატიურებაში დადანაშაულებული 45 წლის კაცისთვის ბრალის წარდგენა ჯერ–ჯერობით არ მომხდარა.

ექიმის თქმით, მსხვერპლის ძალადობაში დადანაშაულებული ნათესავი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბრალის წარდგენა პაციენტის გონზე მოსვლის შემდეგ უნდა მოხდეს.

არსებული ცნობებით, მოზარდი მამიდის ქმარმა კახეთში, ერთ–ერთ ფერმაში გააუპატიურა. მსხვერპლმა ძალადობის შესახებ დედას უამბო. ფაქტის გახმაურების შემდეგ მსხვერპლის ბიძამ დის ქმარს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან მალევე ის პოლიციამ დააკავა. ამ დროისთვის მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. წინასასამართლო სხდომა 12 მარტს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S