Accentnews.ge
WSJ: ევროკავშირმა გეგმა შეიმუშავა უკრაინის დასახმარებლად უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლით

WSJ: ევროკავშირმა გეგმა შეიმუშავა უკრაინის დასახმარებლად უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლით

22/01/2024 11:03:14 მსოფლიო

ევროკავშირის ოფიციალური პირები ამ კვირაში დაიწყებენ ახალი გეგმის განხილვას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას ათობით მილიარდი დოლარით, როგორც მცდელობა, განახლდეს სამხედრო დახმარების პროგრამა, რომელიც შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მძევლად იქცა,– წერს Wall Street Journal.

გასული წლის ბოლოს უნგრეთმა დაბლოკა უკრაინისთვის 50 მილიარდი ფინანსური დახმარების გამოყოფა ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ყველა ქვეყანა არ არის მზად ბუდაპეშტთან კომპრომისისთვის.

გამოცემის ცნობით, შემოთავაზებული გეგმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 20 მილიარდ ევროს გამოიყოფს ახალი ფონდის მეშვეობით, რომელიც წელიწადში ხუთი მილიარდი ევროთი შეივსება.

თუ ევროკავშირის ახალი გეგმა დამტკიცდება, ეს 20 მილიარდი ევრო (ევროკავშირის სახსრები) დაუბრუნდება წევრ ქვეყნებს, როგორც კომპენსაცია ათობით მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებისთვის, რომელსაც ისინი უკრაინას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაუწევენ. გეგმის პროექტი, რომელსაც WSJ გაეცნო, ოფიციალურად პარასკევს გავრცელდა.

გამოცემა იხსენებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასაწყისში ევროპამ დაიწყო ევროკავშირის სახსრების დახარჯვა კიევისთვის ლეგალური სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით. ეს საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. წლის განმავლობაში, არანაკლებ ხუთი მილიარდი ევრო დაუბრუნდა წევრ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას - ძირითადად არსებული მარაგებიდან - იარაღს, საბრძოლო მასალას, ტანკებს და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს აწვდიდნენ. მაგრამ შემდეგ უნგრეთის მთავრობამ დაბლოკა გადახდები ამ ფონდიდან.

ითვლება, რომ ევროკავშირის არაერთმა წევრმა ქვეყანამ ამოწურა თავისი რეზერვები და ვეღარ ახერხებს უკრაინის მნიშვნელოვანი ახალი დონის დახმარებას, – წერს გამოცემა. ამ სირთულეებიდან გამომდინარე, შემოთავაზებულია, შეიქმნას ახალი სპეციალური სამხედრო ფონდი უკრაინისთვის, რომელიც შთანთქავს ევროპის მშვიდობის ფონდის დარჩენილი აქტივების ნაწილს და ყოველ მომდევნო ოთხ წელიწადში ხუთი მილიარდი ევროთი შეივსება.

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გამოიყენოს ფული ქვეყნების კომპენსაციისთვის უკრაინაში ერთობლივი მიწოდებისთვის და გადაიხადოს სამხედრო მომზადების პროგრამის მზარდი ხარჯები. ევროკავშირის დოკუმენტი, WSJ-ის თანახმად, იძლევა დაახლოებით შეფასებას, რომ ახალ ფონდს შეუძლია, შესთავაზოს წევრ ქვეყნებს კომპენსაცია შვიდნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებისთვის მიმდინარე წელს.

ევროკავშირის წინადადებამ გაიჟღერა მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომლის მთავრობაც აორმაგებს ორმხრივ სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, მიუხედავად მკაცრი ბიუჯეტის შეზღუდვებისა, მოუწოდა ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, მეტი გააკეთონ კიევის სამხედრო მხარდაჭერისთვის.

ახალი ფონდი, გეგმის ავტორების აზრით, გაუადვილებს ევროპის მთავრობებს ერთობლივად მუშაობას იმაზე, თუ რა რესურსები სჭირდება კიევს ყველაზე მეტად.

დეკემბერში ევროკავშირის სამიტზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა კიევისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფა. ევროკავშირის ლიდერები ამ საკითხს 1 თებერვალს სამიტზე დაუბრუნდებიან. Politico-ს წყაროებმა განაცხადეს, რომ ბუდაპეშტი მოხსნის ვეტოს, თუ მას ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად განიხილოს კიევის დახმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S