Accentnews.ge
მერი: წალენჯიხის სოფელ ნაკიფუში, ადმინისტრაციულ შენობასთან აღმართული უკრაინის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს

მერი: წალენჯიხის სოფელ ნაკიფუში, ადმინისტრაციულ შენობასთან აღმართული უკრაინის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს

22/01/2024 11:23:14 სამართალი, საზოგადოება

წალენჯიხის სოფელ ნაკიფუში, ადმინისტრაციულ შენობის შესასვლელთან, სადაც საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები იყო აღმართული, უკრაინის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა აღნიშნულს "ფსევდოეროვნულ მარგინალურ ჯგუფებს" უკავშირებს, რომელთაც "ხელისუფლება ახალისებს ქვეყნის მასშტაბით".

მისივე თქმით, წალენჯიხა საქართველოს მასშტაბით ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომლის მოსახლეობა ჰუმანიტარული მისიებით ეხმარება დამეგობრებული ქალაქის – იავორივის მოსახლეობას და ამ დღეებში წალენჯიხის მერიამ მადლიერების წერილიც მიიღო იავორივის მერისგან.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S