Accentnews.ge
მინისტრი: მიწის ამნისტიის გადაწყვეტილება მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება

მინისტრი: მიწის ამნისტიის გადაწყვეტილება მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება

22/01/2024 12:36:19 პოლიტიკა, რეგიონები, საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიწის ამნისტიის გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ დაახლოებით მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამნისტია ეხება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც არის აშენებული რეგიონებში და რომლებსაც აკლია სამშენებლო დოკუმენტაცია, მათ აღარ დაემუქრებათ დემონტაჟის საფრთხე.

მინისტრმა გაიხსენა, რომ შესაბამისი კანონი ძალაშია შესული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიების დადგენის სამუშაოები, რომლითაც განისაზღვრება, კონკრეტულად რომელ ტერიტორიებზე იქნება შესაძლებელი ამნისტიის ჩატარება.

"1 აპრილისთვის სრულად იქნება განსაზღვრული ტერიტორიები და შესაბამისად, მოქალაქეებს ავტომატურად ჩაეთვლებათ ეს სახლები საკუთრებაში. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განისაზღვრება მთავრობის მიერ, სადაც მსგავსი ტიპის ამნისტია არ ჩატარდება, ბუნებრივია იქ მოქალაქეებს ეს არ შეეხებათ, თუმცა შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური გამონაკლისების დადგენა იმისთვის, რომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში მაინც შესაძლებელი იყოს ამნისტიის უფლებით სარგებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი სრულად აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს",– თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს საკითხი თბილისს არ ეხება, რადგან "ადრე უკვე ჩატარებული იყო მსგავსი ტიპის ამნისტია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S