Accentnews.ge
ირანში ჯარისკაცი ხუთი კოლეგის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ირანში ჯარისკაცი ხუთი კოლეგის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

22/01/2024 14:17:49 მსოფლიო

ირანში დააკავეს ჯარისკაცი, რომელსაც ხუთი კოლეგის მკვლელობა ედება ბრალად.

სამხედრო ბაზის მეთაურის თქმით, ბრალდებულმა ყაზარმაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ ადგილიდან მიიმალა. ის სხვა დასახლებაში დააკავეს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმააციით, დაკავებისას ბრალდებულს ორი "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 180 ტყვიის შემცველი 6 სავაზნე კოლოფი აღმოაჩნდა.

თავდასხმის მოტივი ჯერ არ სახელდება. გამოძიება ამბობს, რომ ამ საკითხს სწავლობს.

შემთხვევა კერმანის პროვინციაში მოხდა. მანამდე ამავე რეგიონში ყასემ სოლეიმანის საფლავზე ტერაქტი განხორციელდა, რამაც 103 ადამიანი იმსხვერპლა. პასუხსიმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (IS) აიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S