რუსულმა ძალებმა უკრაინისკენ გზაზე, სულ მცირე, ექვსჯერ ჩამოაგდეს ბომბი საკუთარ ქალაქში
22/01/2024 16:32:26 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა შემთხვევით ჩამოაგდო ავიაბომბი ბელგოროდის რაიონში, წერს ტელეგრამ–არხი Astra.
არხის წყაროების თანახმად, 21 იანვარს FAB-250 საბრძოლო მასალა იონოვკას ფერმასთან ჯებირზე დაეცა, რამაც ნაწილობრივ დააზიანა სტრუქტურა. არავინ დაშავებულა.
ბომბი ტბაში იპოვეს, ის არ აფეთქებულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მის აფეთქებას 22 იანვარს, საღამოს იაკოვლევსკის რაიონში მდებარე სასწავლო მოედანზე გეგმავს, წერს "ბლეტგოროდი".
მედია იხსენებს, რომ ეს სულ მცირე მეექვსე შემთხვევაა, როცა რუსული სამხედრო თვითმფრინავები უკრაინისკენ გზაზე ჭურვებს რუსეთის ტერიტორიაზე ყრიან.
მანამდე მსგავსი შემთხვევა 13 იანვარს დაფიქსირდა. მაშინ კრასნოდარის მხარეში, X-101 რაკეტის ნამსხვრევები აღმოაჩინეს სოფლებს პავლოვსკაიასა და ატამანსკაიას შორის.
2 იანვარს ვორონეჟის რაიონის სოფელ პეტროპავლოვკაზე რუსული რაკეტა დაეცა და აფეთქდა. დაშავდა ოთხი ადამიანი, დაზიანდა 100-ზე მეტი სახლი, სკოლა, საზოგადოებრივი ცენტრი, ადმინისტრაციის შენობა, ასევე ხუთი მანქანა და ტრაქტორი. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას მოუწევს ცხრა სახლის აღდგენა.
კიდევ ერთიშემთხვევა მოხდა 2023 წლის 20 აპრილს, სუ-34-ის ბომბდამშენის ფრენისას ბელგოროდის თავზე. ბომბი ქალაქის ცენტრში - ვატუტინისა და გუბკინის ქუჩების კვეთაზე ჩამოვარდა. დაშავდა სამი ადამიანი.
ცნობილი გახდა კიდევ სამი მსგავსი შემთხვევის შესახებ.


