ირანი და პაკისტანი დაძაბულობის განმუხტვას ცდილობენ
22/01/2024 17:25:50 მსოფლიო
ირანი და პაკისტანი დაძაბულობის განმუხტვას ცდილობენ. ერთობლივ განცხადებაში თეირანი და ისლამაბადი აცხადებენ, რომ მათი ელჩები თავ-თავიანთ პოსტებს დაუბრუნდებიან და რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მომავალ კვირაში ისლამაბადში ჩავა.
პაკისტანმა თეირანიდან თავისი ელჩი გამოიწვია და ირანის ელჩს ისლამაბადში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა მას მერე, რაც ირანსა და პაკისტანს შორის ვითარება დაიძაბა – ქვეყნებმა ერთმანეთის ტერიტორიები დაბომბეს.
22 იანვარს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი პაკისტანს 29 იანვარს ეწვევა.


