Accentnews.ge
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

22/01/2024 17:34:11 მსოფლიო

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 0.8 %-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 79 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 74 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 63 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ კვირაში 1.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა მზარდია და მომავალში იმაზე მეტი ნავთობის წარმოება იქნება საჭირო, ვიდრე ამჟამად ხორციელდება.

სპეციალისტების შეფასებით, ამჟამად ნავთობის ფასს სამომავლო მოლოდინები და მიწოდებასთან დაკავშირებით გაუარესებული პროგნოზები განსაზღვრავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S