Accentnews.ge
პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას გეგმავს

პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას გეგმავს

22/01/2024 18:03:27 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინის მიწვევით ჩავა. ამის შესახებ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ანგარიშშია ნათქვამი. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, თუმცა, ამავდროულად განმარტა, რომ ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

მანამდე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩოი სონგ ჰუი ეწვია რუსეთს. მას მოლაპარაკებები ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა თქვა, რომ მათ ისაუბრეს "ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე".

The Guardian ბრიტანული სამხედრო დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სამი რუსული გემი დაიტვირთა კონტეინერებით ჩრდილოეთ კორეის პორტებში და გაგზავნეს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის პორტებში. გემების "მაია", "ანგარა" და "მარია" ფოტოები გადაღებულია 2023 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე. შეუძლებელი გახდა იმის დადგენა, თუ რა იყო კონტეინერებში, ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნული სამივე გემი 2022 წლიდან იმყოფებოდა ამერიკული სანქციების ქვეშ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომპანია Oboronlogistics-თან კავშირის გამო.

გასული წლის სექტემბერში კიმ ჩენ ინი რუსეთს ეწვია და შეხვდა პრეზიდენტ პუტინს, ასევე თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცოტა ხნის წინ სტუმრობდა ფხენიანს.

დასავლური მედია კიმ ჩენ ინის ვიზიტამდე და ვიზიტისას, წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ მას შეეძლო რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება სამხედრო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე - მათ შორის, ჩრდილოეთ კორეის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. ვაშინგტონმა გააფრთხილა, რომ ასეთი მიწოდების შემთხვევაში, შეერთებული შტატები დამატებით სანქციებს დაუწესებს როგორც ფხენიანგს, ასევე მოსკოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S