უმეროვი: ბელგია გეგმავს, უკრაინას 600 მილიონ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწიოს
22/01/2024 19:15:17 მსოფლიო
ბელგია გეგმავს, უკრაინისთვის 611 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების აღმოჩენას მიმდინარე წელს, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა 22 იანვარს ბელგიის თავდაცვის მინისტრთან ლუდივინ დედონდერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
„ძალიან ვაფასებ ჩვენი ბელგიელი პარტნიორების ურყევ მხარდაჭერას. წელს ბელგია გეგმავს 611 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების გაწევას და გრძელვადიან ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ჩვენი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას“, - დაწერა უმეროვმა "ფეისბუქში" პირად გვერდზე.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ ბელგიელ კოლეგასთან ერთად განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება და ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები. მან ასევე მადლობა გადაუხადა ბელგიას უკრაინელი პილოტების სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის.
დედონდერს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სოციალურ ქსელ X-ში გადააზიარა ამ საუბრის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ანგარიშზე განთავსებული ინფორმაცია.
ბელგიამ არაერთხელ გაუწია ფინანსური დახმარება უკრაინას - გასულ წელს ქვეყანამ უზრუნველყო დახმარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პაკეტი, გაზარდა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. გარდა ამისა, ბელგია აქტიურად არის ჩართული F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადებაში.


