Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი: დიდი ბრიტანეთი ცდილობს, წაახალისოს სხვა ქვეყნები, გაზარდონ უკრაინის დახმარება

თავდაცვის მინისტრი: დიდი ბრიტანეთი ცდილობს, წაახალისოს სხვა ქვეყნები, გაზარდონ უკრაინის დახმარება

23/01/2024 06:55:17 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების თაობაზე საკუთარი გადაწყვეტილების შემდეგ, ცდილობს სხვა ქვეყნების ჩართვას მსგავს გადაწყვეტილებებში. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა უკრაინელ კოლეგასთან რუსტემ უმეროვთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

„უკრაინის ხვალინდელი გლობალური დაფინანსების კონფერენციის წინ, მე ვესაუბრე უკრაინის თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს, რათა შევთანხმდეთ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის რეკორდულ პაკეტზე 2,5 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე. დიდი ბრიტანეთი ცდილობს, წაახალისოს სხვა ქვეყნები, გაზარდონ მხარდაჭერა, რათა უკრაინას მივცეთ ის, რაც მას სჭირდება გამარჯვებისთვის“, - წერს შაპსი სოციალურ ქსელ X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ხელი მოაწერეს ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას 12 იანვარს, კიევში სუნაკის ვიზიტის დროს. იუწყებიან, რომ ამ დოკუმენტით დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების ვალდებულებები დარჩება ძალაში მანამ, სანამ უკრაინა ნატო–ში არ გაწევრიანდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S