Accentnews.ge
ისრაელმა ბოლო 24 საათში ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა ღაზაში ოპერაციის დაწყების შემდეგ

ისრაელმა ბოლო 24 საათში ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა ღაზაში ოპერაციის დაწყების შემდეგ

23/01/2024 07:52:01 მსოფლიო

ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ისრაელის 21 ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა.

მისი თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სამხედროები „ჰამასის“ ობიექტებს ანადგურებდნენ.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტერორისტებმა სარაკეტო ყუმბარა ესროლეს ტანკს, რომელიც იცავდა ძალებს და პარალელურად აფეთქება მოხდა ორ ორსართულიან კორპუსში. ამ აფეთქების შედეგად შენობები ჩამოინგრა, ძალების უმეტესობა შენობაში და მიმდებარედ იყო“, - აცხადებს ჰაგარი.

მისივე თქმით, აფეთქების მიზეზის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს.

მაშველები დანგრეული შენობებიდან დაშავებულების გამოსაყვანად რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია 10 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ. ჰაგარის თქმით, მომხდარის შესახებ დანარჩენი 11 დაღუპულის ოჯახებსაც აცნობეს.

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა სამხედრო პერსონალის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა. "ეს ძალიან მძიმე დილაა", - წერს ის.

ყველაზე სასტიკი ბრძოლები ამჟამად მიმდინარეობს ღაზას სექტორის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ახლა კონცენტრირებულია "ჰამასის" ძირითადი ძალები. ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის ჯარებმა დაიკავეს საავადმყოფოს შენობა, სადაც, როგორც ამბობენ, "ჰამასის" მებრძოლები არიან გამაგრებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S