Accentnews.ge
თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა

თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა

23/01/2024 08:17:03 რეგიონები

ინტენსიური თოვის გამო, დილიდან თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კი მხოლოდ მაღალი გამავლობის ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის არის მოძრაობა დასაშვები.

ამასთან, იუწყებიან ელექტრომომარაგების კუთხით შეზღუდვების შესახებაც: ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, რეგიონის მასშტაბით, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც აცხადებენ კახეთში ყველა შესაბამისი სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური.

იხილეთ ასევე: უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვებია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S