Accentnews.ge
საია: ადვოკატებს კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ აქვთ

საია: ადვოკატებს კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ აქვთ

23/01/2024 13:27:09 სამართალი, საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) თავმჯდომარის ნონა, ქურდოვანიძის განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ პირებთან ადვოკატებს არ უშვებენ.

ქურდოვანიძე ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა.

„კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულთა ნაწილი სავარაუდოდ გადაყვანილები არიან კახეთის გზატკეცილზე მდებარე პოლიციის შენობაში. საიას ადვოკატები არიან ადგილზე და ცდილობენ დაკავებულებთან შეხვედრას. ადვოკატებს თან აქვთ შესაბამისი ორდერები.

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატს აქვს უფლება, დაუყოვნებლივ, დაბრკოლებების გარეშე შეხვდეს დაცვის ქვეშ მყოფ პირს, ჩვენს ადვოკატებს ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ადვოკატებს არც იმას უდასტურებენ, არიან თუ არა კონკრეტული პირები ადგილზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადვოკატები აწყდებიან ბარიერებს დაკავებულებთან შეხვედრის პროცესში“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კეკელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს 18 პირი, ხოლო ორი – სისხლის სამართლის მუხლით.

23 იანვრის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი. ოჯახის მხარდასაჭერად ადგილზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. იყო დაპირისპირება.

მარინა ხატიაშვილი ყვება, რომ მან „საქართველოს ბანკიდან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა. საბოლოოდ ხატიაშვილებმა „საქართველოს ბანკს“ 10-წლიან $20 000 სესხში, 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000, ხოლო კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში $80 000 აქვთ გადახდილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S