Accentnews.ge
სომხური არმიის ახალი ფორმა NATO-ს სტანდარტებს ითვალისწინებს

სომხური არმიის ახალი ფორმა NATO-ს სტანდარტებს ითვალისწინებს

23/01/2024 14:05:07 კავკასია

სომხური არმიის ახალი უნიფორმა ნატო–ს სტანდარტებს ითვალისწინებს. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედია იხსენებს, თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა პარლამენტში ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ჯარში სამხედრო ფორმების შეცვლის პროცესი დაწყებულია და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა მიმდინარეობს.

„ახალი ფორმის არჩევისას თავდაცვის სამინისტრო მოქმედებს როგორც ნატოს კრიტერიუმებით, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლით. ამ პროცესში, კერძოდ, შესწავლილი იქნა აშშ-ს, საფრანგეთის, საბერძნეთისა და ჩეხეთის არმიების სამხედრო ფორმების ნიმუშები“, - აცხადებენ თავდაცვაში.

ახალი ფორმის დანერგვის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრო გამოვა საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც აკრძალავს სამხედრო ტანსაცმლის ამჟამინდელი ნიმუშის თავისუფალ გაყიდვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S