Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერა ახლა სჭირდება!

აშშ–ის ელჩი: უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერა ახლა სჭირდება!

23/01/2024 14:14:26 მსოფლიო

აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა, რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე ბოლო სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ „უკრაინას დასავლეთის შემდგომი მხარდაჭერა ახლა სჭირდება“.

„დღეს დილით, რუსეთმა განახორციელა სარაკეტო თავდასხმების სერია კიევზე, ​​ხარკოვსა და პავლოგრადზე, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 5 ადამიანი და დაშავდა 40-ზე მეტი, მათ შორის ბავშვები. უკრაინას ახლა სჭირდება ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა, რათა დავიცვათ მშვიდობიანი მოქალაქეები ამ სასტიკი თავდასხმებისგან“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ეს განცხადება დასავლეთის დახმარების შეფერხების ფონზე გაკეთდა. გასული წლის დეკემბერში, ევროკავშირის ლიდერები აპირებდნენ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას, მაგრამ ბუდაპეშტმა დაბლოკა დახმარების პაკეტი. ევროკავშირის ლიდერები ამ საკითხს თებერვლის დასაწყისში უნდა დაუბრუნდნენ.

შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნა უკრაინისთვის დამატებითი 60 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული კონგრესში.

23 იანვარს, დილით, სარაკეტო საფრთხის გამო მთელ უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.. ცნობილია სულ მცირე, ექვსი დაღუპულის და 77 დაშავებულის შესახებ. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ უკრაინაზე დილის სარაკეტო თავდასხმის დროს რუსულმა ჯარებმა 41 საჰაერო თავდასხმის იარაღი ისროლეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 21 რაკეტა ჩამოაგდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S