Accentnews.ge
რუსეთში სამხედრო გაასამართლეს ყირიმის ხიდის აფეთქების „დადებითად შეფასებისა“ და კრემლისთვის არასახარბიელო პროგნოზისთვის

რუსეთში სამხედრო გაასამართლეს ყირიმის ხიდის აფეთქების „დადებითად შეფასებისა“ და კრემლისთვის არასახარბიელო პროგნოზისთვის

23/01/2024 14:24:42 მსოფლიო

წყნარი ოკეანის ფლოტის რუსულმა სამხედრო სასამართლომ ვლადივოსტოკში რუს სამხედროს დანიილ ბონდარენკოს "ტერორიზმის გამართლების" საქმეზე ორი წელი მიუსაჯა.

იუწყებიან, რომ მისი საქმე განსაკუთრებული წესით განიხილებოდა.

გამომძიებლების თქმით, სამხედრო მოსამსახურე ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. 13 აგვისტოს საღამოს ბონდარენკომ კოლეგებთან საუბარში „დადებითად შეაფასა“ ყირიმის ხიდზე თავდასხმები, კერძოდ, მან თქვა, რომ ამართლებს აფეთქებებს და „მიაჩნია, რომ ტერორიზმის იდეოლოგია და პრაქტიკა სწორია და საჭიროებს მიბაძვას".

ბონდარენკომ, როგორც რუსული სასამართლოს პრესსამსახური აღნიშნავს, „ივარაუდა სოციალურად საშიში შედეგების შესაძლებლობა“. მან "დანაშაული" აღიარა.

ქერჩის ხიდი, რომელიც 2020 წელს გაიხსნა, ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ტერიტორიასთან აკავშირებს. მასზე პირველი აფეთქება მოხდა 2022 წლის 8 ოქტომბერს, მეორე – 2023 წლის 17 ივლისის ღამეს. რუსი სამხედროები ქერჩის ხიდს იყენებენ ნახევარკუნძულზე მდებარე სამხედრო ნაწილების მოსამარაგებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S