Accentnews.ge
ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული ჟურნალისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული ჟურნალისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

23/01/2024 15:02:23 სამართალი, საზოგადოება

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც მან პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ მედიასთან გაიხსენა, კეკელიძეზე იმ დროს მივიდა, როდესაც უკვე დაძაბული იყო ვითარება და მიმდინარეობდა დაკავებები.

"როდესაც მივედი, დაახლოებით 2-3 წუთის შემდეგ, ერთ-ერთი ახალგაზრდის დაკავების პროცესს მივყევი ბოლომდე, ვიდრე მას მანქანაში შეტენიდნენ და ვხედავდი პოლიციის თანამშრომლები როგორ ახდენდნენ მასზე ფიზიკურ ზეწოლას. ის წინააღმდეგობას არ უწევდა, მაგრამ მაინც ძალადობდნენ. დამინახეს, რომ ტელეფონით ვიღებდი ამ ყველაფერს, ერთ-ერთმა პოლიციელმა მკრა ხელი, მიმახეთქა ხეს. როდესაც ვუთხარი, "რას აკეთებ, ჟურნალისტი ვარ, რატომ ირტყმევინები-მეთქი?!", ამის შემდეგ გამწარდნენ, შემაგდეს პოლიციის მანქანაში",– თქვა ჟურნალისტმა.

ამბობს, რომ ძალოვანები დაკავების შემდეგაც უხეშობდნენ:

"იყო 5 პოლიციელი, 1 იჯდა საჭესთან საპატრულო პოლიციის ფორმით, 4 იყო კრიმინალური პოლიციის ფორმაში... ამ ხუთიდან განსაკუთრებით სამი იყო აგრესიული - ერთი უკნიდან ჩამწვდა, თავში და კისერში, მეორე წინიდან... ველურებივით იქცეოდნენ... მეგონა, რომ მახრჩობდნენ".

23 იანვრის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი. ოჯახის მხარდასაჭერად ადგილზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. იყო დაპირისპირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კეკელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს 18 პირი, ხოლო ორი – სისხლის სამართლის მუხლით.

მარინა ხატიაშვილი ყვება, რომ მან „საქართველოს ბანკიდან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა. საბოლოოდ ხატიაშვილებმა „საქართველოს ბანკს“ 10-წლიან $20 000 სესხში, 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000, ხოლო კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში $80 000 აქვთ გადახდილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S