პოლონეთის პრეზიდენტმა მეორედ შეიწყალა შსს-ს ყოფილი ხელმძღვანელები
23/01/2024 17:50:04 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ შეიწყალა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელები მარიუშ კამინსკი და მაცეი ვონსიკი, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ უფლებამოსილების გადამეტებისთვის.
პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის 2015 წელს კამინსკის და ვონსიკის შეწყალებას მართებულად მიიჩნევს, მაგრამ „მინისტრების დასკვნის გამო წარმოქმნილი სოციალური მღელვარების გათვალისწინებით“ გადაწყვიტა შეწყალების ახალი პროცედურის დაწყება.
„ბატონები (კამინსკი და ვონსიკი) შეწყალებულები არიან. ამას მტკიცედ ვადასტურებ. მივმართავ იუსტიციის მინისტრს, გენერალურ პროკურორს თხოვნით, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ საქმეზე შემდგომი ქმედებები. მოვუწოდებ საქმის დაუყონებლივ გაგრძელებისკენ - პრეზიდენტის ბრძანების დაუყონებლივ შესრულებისკენ და ბატონების, განსაკუთრებით მარიუშ კამინსკის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ ჯანმრთელობის მიზეზების გამო“, - ხაზგასმით აღნიშნა დუდამ ცნობების ფონზე, რომ კამინსკიმ, რომელმაც შიმშილობა გამოაცხადა, ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ყობილი სახელისუფლებო პარტიის "კანონი და სამართლიანობის" პოლიტიკოსები მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი 9 იანვარს პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს. მათ 2023 წლის 20 დეკემბერს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც კამინსკი ხელმძღვანელობდა ცენტრალურ ანტიკორუფციულ ბიუროს, ხოლო ვონსიკი მისი მოადგილე იყო. საუბარი იყო უწყების წარუმატებელ მცდელობებზე, დაემტკიცებინა, რომ თავდაცვის მაშინდელი ლიდერი და ვიცე-პრემიერი ანდჟეი ლეპერი ქრთამს იღებდა.


