გერმანიის პრეზიდენტი ვიეტნამს ეწვია ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიის ფარგლებში
23/01/2024 18:21:40 მსოფლიო
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ვიეტნამში იმყოფება გერმანიის მცდელობის ფონზე, განავითაროს თავისი სტრატეგია ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად. წერს DW.
მასთან ერთად დედაქალაქ ჰანოიში ჩავიდა შრომის მინისტრი ჰუბერტუს გეილი და წამყვანი გერმანული ინდუსტრიული ფირმების ხელმძღვანელების დელეგაცია, რამდენადაც ბერლინი ცდილობს თავისი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციას ჩინეთისგან მოშორებით.
აღინიშნა, რომ გერმანია და ვიეტნამი ცდილობენ, დადონ შეთანხმება კვალიფიციური კადრების გადაადგილების გასაადვილებლად. შტაინმაიერს სამხედრო პატივით დახვდა მისი კოლეგა ვო ვან თიონგი.
დედაქალაქში გასეირნების შემდეგ ლიდერებმა გამართეს მოლაპარაკებები და ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რათა ხელი შეუწყონ გამოცდილი მუშახელის გადაადგილებას ვიეტნამიდან გერმანიაში.
გეილმა თქვა, რომ შეთანხმება მოხსნის ბიუროკრატიულ ბარიერებს და უზრუნველყოფს „სამართლიან მოპყრობას გერმანიაში ჩასული ადამიანებისთვის“.
"გერმანიაში ძალიან გვჭირდება კვალიფიციური მუშახელი და მოხარული ვართ, რომ ვიეტნამი მზად არის, ითანამშრომლოს გერმანიასთან ამ მიმართულებით", - განაცხადა შტაინმაიერმა ვო ვან თიონგთან მოლაპარაკების შემდეგ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტი საფრთხეს უქმნის გერმანიაში სასიცოცხლო მრეწველობის სტაბილურობას.


