Accentnews.ge
სლოვაკეთის პრორუსმა პრემიერმა კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ იქ "აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრებაა"

სლოვაკეთის პრორუსმა პრემიერმა კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ იქ "აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრებაა"

23/01/2024 18:44:35 მსოფლიო

სლოვაკეთის პრორუსმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უჟგოროდში ვიზიტის წინა დღეს კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ და თქვა, რომ კიევში "აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრებაა". მის სიტყვებს სლოვაკური პორტალი Refresher.sk ციტირებს.

სლოვაკეთის მთავრობის გასვლითი სხდომის შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთში ფიცოს ჰკითხეს, თუ რატომ ხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრს უჟგოროდში და არა კიევში. როდესაც ჟურნალისტმა განმარტა, რომ კიევში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს შეეძლო ომის შედეგების საკუთარი თვალით ხილვა, მან თქვა: „ნამდვილად გგონიათ, რომ კიევში ომია? იმედი მაქვს, ამას სერიოზულად არ ამბობთ... იქ ცხოვრება აბსოლუტურად ნორმალურია“. ეს განცხადება გაკეთდა იმავე დღეს, როდესაც რუსულმა ძალებმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე. თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.

„რატომ უნდა წავიდე კიევში, როცა შემიძლია, პრემიერ-მინისტრს უჟგოროდში შევხვდე?! მე ვერ ვხედავ განსხვავებას“, - დასძინა მან.

კიდევ ერთმა ჟურნალისტმა გაიხსენა ფიცოს განცხადება, რომ ომის დასასრულებლად უკრაინამ ტერიტორიების ნაწილი უნდა დათმოს და ჰკითხა, სლოვაკეთის რომელ ნაწილს დაუთმობდა რუსეთს? ფიცომ ეს უარყო და თქვა, რომ არ ესაუბრება მედიას, რომელიც "ჯორჯ სოროსის თანამფლობელია" და შემდეგ პრესკონფერენცია დატოვა.

მანამდე სლოვაკეთის პრორუსმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად ერთადერთი გზა კიევის მიერ ტერიტორიის ნაწილის დათმობაა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.

"უნდა იყოს რაიმე სახის კომპრომისი", - განუცხადა ფიცომ სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელ RTVS-ს და განაგრძო, "რას ელიან ისინი, რომ რუსები დატოვებენ ყირიმს, დონბასს და ლუგანსკს? ეს არარეალურია."

პრორუსმა პრემიერ-მინისტრმა ძალაუფლება მოიპოვა დეკემბერში მას შემდეგ, რაც მისმა პოპულისტურმა პარტია Smer-მა არჩევნები მოიგო. მან პირობა დადო, რომ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას შეწყვეტდა, დაბლოკავდა კიევის პოტენციურ წევრობას ნატოში და დაუპირისპირდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

ფიცომ თქვა, რომ მალე უკრაინის პრემიერ დენის შმიჰალს შეხვდება და ეტყვის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია და რომ ამას ვეტოს დაადებს: "ეს მხოლოდ მესამე მსოფლიო ომის საფუძველი იქნება და სხვა არაფერი."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S