Accentnews.ge
სსს: ოჯახის გამოსახლებისას უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სსს: ოჯახის გამოსახლებისას უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

23/01/2024 19:35:14 სამართალი

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სამართალდამცავების მხრიდან, 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო გამოძიება.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად",– აღნიშნავს უწყება.

23 იანვრის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი. ოჯახის მხარდასაჭერად ადგილზე მოქალაქეები შეიკრიბნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კეკელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს 18 პირი, ხოლო ორი – სისხლის სამართლის მუხლით. აქტივისტები და ჟურნალისტები საუბრობდნენ ძალადობის ფაქტებზე.

მარინა ხატიაშვილი ყვება, რომ მან „საქართველოს ბანკიდან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა. საბოლოოდ ხატიაშვილებმა „საქართველოს ბანკს“ 10-წლიან $20 000 სესხში, 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000, ხოლო კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში $80 000 აქვთ გადახდილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S