თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში შესვლას მხარი დაუჭირა
23/01/2024 20:05:25 მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანება დაამტკიცა, იუწყება Bloomberg.
დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გაეგზავნა.
ბოლო ქვეყანა ალიანსში, რომელსაც ჯერ არ დაუმტკიცებია შვედეთის განაცხადი, უნგრეთია.
ცნობილია, რომ უნგრეთის პრემიერმა შვედი კოლეგა ქვეყანაში მიიწვია საკითხის განსახილველად.


