Accentnews.ge
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "რუსეთის ამ ომში გამარჯვებას ვერ დავუშვებთ!"

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "რუსეთის ამ ომში გამარჯვებას ვერ დავუშვებთ!"

24/01/2024 05:55:28 მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთი უმკაცრესად გმობს რუსეთის მასიურ სარაკეტო დარტყმას უკრაინაზე, რომლის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 60 ადამიანი დაშავდა ქალაქ კიევსა და მის მიმდებარე რეგიონებში, ქალაქებში - დნიპროსა და ხარკოვში.

"რუსეთი აგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, რათა შეასუსტოს უკრაინელი ხალხის გამძლეობა კონფლიქტის დაწყებიდან მეორე ზამთრის პერიოდში. უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთხელ გახდა რუსეთის მიზანმიმართული სამიზნე, რუსეთი არის დამნაშავე ომის დანაშაულებში და მხოლოდ ისაა პასუხისმგებელი ესკალაციაზე" - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომელიც უკრაინაში ახალი თანამდებობის დაკავებიდან მალევე გაემგზავრა, საფრანგეთი გააგრძელებს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინირებულ მუშაობას, რათა უზრუნველყოს უკრაინის დახმარება, რომელიც მას ლეგიტიმური თავდაცვის უზრუნველსაყოფად სჭირდება.

"რუსეთის ამ ომში გამარჯვებას ვერ დავუშვებთ!" - დასძინა მინისტრმა.

"რაც შეეხება სამხედრო ვითარებას, საფრანგეთი უკრაინას კიდევ დაახლოებით 40 შორ მანძილზე მოქმედ ფრთოსან რაკეტებს (SCALP), ასევე რამდენიმე ასეულ AASM-ის ტიპის მართვად საავიაციო ბომბსა და საბრძოლო მასალებს მიაწვდის. ზემოაღნიშნული მალე იქნება მიწოდებული კიევისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S