Accentnews.ge
გერმანია პირველად გადასცემს უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს

გერმანია პირველად გადასცემს უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს

24/01/2024 06:22:51 მსოფლიო

გერმანია უკრაინას Sea King Mk 41 ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს, - ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ უკრაინას მრავალფუნქციური Sea King M k41 ტიპის 6 ვერტმფრენს, ასევე მათი სათადარიგო ნაწილების ნაკრებს მიაწოდებს.

"The Sea King არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული, ჯარისკაცების ტრანსპორტირებამდე", - განაცხადა პისტორიუსმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია იარაღის წარმოების ტემპის გაზრდა, რადგან საჰაერო თავდაცვა უკრაინელებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის დაცვის პრიორიტეტია.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანიამ უკრაინას დაახლოებით, 6 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა. მიწოდებული დახმარებით ის მეორე პოზიციას იკავებს აშშ–ის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S