Accentnews.ge
128 159 ლარის ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანისთვის უცხოელი დააკავეს

128 159 ლარის ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანისთვის უცხოელი დააკავეს

24/01/2024 06:33:07 სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფზე" 128,159 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე, დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 1 237 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 128 159 ლარს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაწყებული, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S