Accentnews.ge
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის თხევადი აირისა და ალუმინის იმპორტის აკრძალვას მოითხოვენ

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის თხევადი აირისა და ალუმინის იმპორტის აკრძალვას მოითხოვენ

24/01/2024 06:42:24 მსოფლიო

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ემხრობიან თხევადი ბუნებრივი აირისა (LNG) და ალუმინის რუსეთიდან იმპორტის აკრძალვის შეტანას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტში, რომელიც უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ამჟამად განიხილება ევროკავშირში. ამის შესახებ დასავლური გამოცემები წერენ.

მანამდე Bloomberg იუწყებოდა, ევროკავშირის ქვეყნები სანქციების ახალ პაკეტს განიხილავენ და სურთ ის უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავამდე, 24 თებერვლამდე მიიღონ.

მედიის ცნობით, ნედლეულის იმპორტის აკრძალვის გარდა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები დაჟინებით მოითხოვენ რუსეთთან ერთობლივი სამეცნიერო კვლევების დაფინანსების შეჩერებას, საავიაციო სექტორსა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, რათა ისინი შეესაბამებოდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ზომებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S