Accentnews.ge
სად გაივლის თბილისის ახალი შემოვლითი გზა

სად გაივლის თბილისის ახალი შემოვლითი გზა

24/01/2024 06:54:08 საზოგადოება

თბილისის შემოვლითი გზის პროექტი უახლოეს მომავალში დასრულდება, იტყობინება პორტალი BM.ge საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით.

თბილისის შემოვლითი გზის საპროექტო სიგრძე 50 კილომეტრია, ის მცხეთის, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ დაიწყება, გვირაბის მეშვეობით ზაჰესის, გლდანის და თბილისის ზღვის მიმართულებით გაგრძელდება, შემოუვლის ლილოს დასახლებას და სამხრეთით, რუსთავისკენ მიემართება.

თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები ჯერ კიდევ 2016 წლიდან მიმდინარეობს და მასზე იტალიური საინჟინრო კომპანიები Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ი მუშაობენ. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება.

თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის განვითარებაზეც მუშაობს. იგეგმება ნატახტარი-ჟინვალის 27-კილომეტრიანი გზის მშენებლობაც, რომელიც ნატახტართან ახალ გზაჯვარედინზე დასრულდება.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიონი ლარი შეიძლება დაჯდეს როგორც ჟინვალი-ნატახტარის, ასევე თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა და როდის გამოცხადდება შესაბამისი ტენდერები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S