Accentnews.ge
კულება: Taurus მოსკოვზე შეტევისთვის არ გვჭირდება

კულება: Taurus მოსკოვზე შეტევისთვის არ გვჭირდება

24/01/2024 07:31:20 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას იმედი აქვს, რომ შეძლებენ გერმანიის დარწმუნებას უკრაინის არმიისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების – Taurus-ის გადაცემის აუცილებლობაში.

კულებამ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობასთან მოლაპარაკება გრძელდება.

კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ უკრაინელებმა ამ რაკეტებით შესაძლოა, სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე შეუტიონ.

„ჩვენ Taurus-ი მოსკოვზე შეტევისთვის არ გვჭირდება“, - უთხრა Bild-ს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა და განმარტა, რომ უკრაინას დასავლელი პარტნიორებისგან შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები სჭირდება არა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის, არამედ რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად ფრონტის ხაზზე, უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე.

Taurus-ი 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტაა. 17 იანვარს, გერმანიის პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო უკრაინისთვის ამ რაკეტების გადაცემის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S