კანადა უკრაინას მრავალფუნქციურ Zodiac Hurricane-ებს გადასცემს
24/01/2024 10:41:36 მსოფლიო
კანადა უკრაინას 10 მრავალფუნქციურ ნავ Zodiac Hurricane-ს გადასცემს - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრაზე.
"მრავალძრავიანი ნავი Zodiac Hurricane უკრაინელ სამხედროებს სხვადასხვა საზღვაო ოპერაციის, მათ შორის ძებნა-გადარჩენის, პირადი შემადგენლობისა და ტვირთების ტრანსპორტირების, თვალთვალისა და დაზვერვის მიმართულებებით დაეხმარება. თითოეული ნავი აღჭურვილი იქნება დახვეწილი სენსორით, სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემით", - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში.
კანადის მთავრობა ამ დახმარების პაკეტს დაახლოებით 20 მილიონ დოლარად აფასებს.
გარდა ამისა, ბლერმა განაცხადა, რომ კანადელი სამოქალაქო ინსტრუქტორები და ავიაცია შეუერთდებიან გამანადგურებელ თვითმფრინავ F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას.


