Accentnews.ge
USEUCOM-ის უფროსმა ლიდერებმა და აშშ-ის რვა ელჩმა, მათ შორის რობინ დანიგანმა, განიხილეს  მთავრობის მხარდაჭერა ამერიკის მოკავშირეებისა და პარტნიორებისადმი შავი ზღვის რეგიონში

USEUCOM-ის უფროსმა ლიდერებმა და აშშ-ის რვა ელჩმა, მათ შორის რობინ დანიგანმა, განიხილეს მთავრობის მხარდაჭერა ამერიკის მოკავშირეებისა და პარტნიორებისადმი შავი ზღვის რეგიონში

24/01/2024 11:07:04 პოლიტიკა

შავი ზღვის რეგიონის გაძლიერება, ეს იყო საკითხი, რომელიც აშშ-ის არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან (USEUCOM) და ელჩებთან ერთად, ბუქარესტში, რუმინეთში განიხილა.

„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეცვალა უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში. რეგიონს აქვს კრიტიკული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა USEUCOM-ისთვის, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის. ამ კონფერენციამ ამერიკის დიპლომატიური და სამხედრო ლიდერები შავი ზღვის რეგიონის კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოების გაძლიერებაზე სასაუბროდ შეკრიბა“, - განაცხადა კავოლიმ.

კონფერენციაზე შეიკრიბნენ USEUCOM-ის უფროსი ლიდერები და აშშ-ის რვა ელჩი. მათი მიზანი იყო, განეხილათ მთავრობის მხარდაჭერა ამერიკის მოკავშირეებისა და პარტნიორებისადმი, შავი ზღვის რეგიონში მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე.

„ჩვენ სერიოზულად ვითვალისწინებთ უსაფრთხოების საერთო ვალდებულებას და ვმუშაობთ უსაფრთხო, აყვავებული და ურთიერთდაკავშირებული შავი ზღვის რეგიონის დაბრუნებაზე, რომელიც ხელს უწყობს მყარ გლობალურ ვაჭრობას. ჩვენი მდგრადი სტრატეგიული ურთიერთობები ამ ქვეყნებთან არის კოლექტიური თანამშრომლობის საფუძველი. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ ნავიგაციის თავისუფლება, ინვესტიციები, რომლებიც აძლიერებს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და მდგრადობას ამ კრიტიკულ რეგიონში”, - განაცხადა USEUCOM-ის წარმომადგენელმა, ელჩმა ქეით ბაირნსმა.

„შავი ზღვა გადამწყვეტია გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის და მოსალოდნელია, რომ მისი მნიშვნელობა მომდევნო წლებში მხოლოდ გაიზრდება“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა რუმინეთში კეტლინ კავალეცმა.

„ეს სასიცოცხლო საექსპორტო სატრანზიტო მარშრუტია და მისი ურთიერთდაკავშირება ხელს უწყობს ვაჭრობასა და ენერგეტიკულ ნაკადებს ევროპას, ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის, რაც მას გადამწყვეტ ეკონომიკურ კერად აქცევს. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და დღეს ყველაზე დიდი საფრთხე საერთაშორისო წესრიგისთვის“, - დასძინა კავალეცმა.

დისკუსიას ესწრებოდნენ აშშ-ის მდივნის თანაშემწე ევროპასა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი, საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი, ამერიკის ელჩი თურქეთში ჯეფრი ფლეიკი, ასევე, შტატების ელჩი სომხეთში კრისტინა კვიენი, ამერიკის ახალი ელჩი აზერბაიჯანში მარკ ლიბი. ასევე ამერიკის ელჩები მოლდოვაში, რუსეთის ფედერაციაში და აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილე ბულგარეთში ანდრეა ბრუილეტ-როდრიგესი.

USEUCOM-ის შესახებ: აშშ-ის ევროპული სარდლობა (USEUCOM) პასუხისმგებელია აშშ-ს სამხედრო ოპერაციებზე ევროპაში, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ნაწილებზე, არქტიკულ და ატლანტის ოკეანეში. USEUCOM შედგება 64000-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისგან და მჭიდროდ თანამშრომლობს NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S