Accentnews.ge
პროკუდინი: რუსებმა ხერსონში საავადმყოფოს შეუტიეს, დაშავდნენ ექიმები

პროკუდინი: რუსებმა ხერსონში საავადმყოფოს შეუტიეს, დაშავდნენ ექიმები

24/01/2024 11:40:55 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა 24 იანვარს ხერსონის საავადმყოფო დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ექიმი დაიჭრა. ქალაქში ისევ ისმის აფეთქებების ხმები,– ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა.

"რუსებმა ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს. ორი სამედიცინო მუშაკი დაშავდა", - თქვა მან.

მისივე ცნობით, ასეე დაიჭრა 60 წლამდე ქალი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პროკუდინის თქმით, ქალაქში კვლავ ისმის აფეთქებების ხმები:

„მტერი აგრძელებს ქალაქის საცხოვრებელ უბნებს ცეცხლით დაფარვას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S