Accentnews.ge
შმიგალი სლოვაკეთის პრემიერთან ოთხ საკითხზე შეთანხმდა, მათ შორის იარაღიცაა

შმიგალი სლოვაკეთის პრემიერთან ოთხ საკითხზე შეთანხმდა, მათ შორის იარაღიცაა

24/01/2024 12:03:21 მსოფლიო

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ოთხშაბათს უჟგოროდში სლოვაკეთის სკანდალური განცხადებებით ცნობილ პრორუს პრემიერ–მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ, მიაღწიეს მინიმუმ ოთხ შეთანხმებას.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიღწეულია შემდეგი შეთანხმებები:

  • სლოვაკეთის მთავრობა არ დაბლოკავს უკრაინის მიერ შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას სლოვაკური ბიზნესისგან.
  • თანამშრომლობა სლოვაკური კომპანიისგან ტექნიკის მიწოდებაზე თავდაცვითი ხაზების მშენებლობისთვის.
  • სლოვაკეთი მხარს დაუჭერს პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 50 მილიარდი ევროს გამოყოფას.
  • პრემიერ-მინისტრი ფიცო მხარს უჭერს უკრაინის ევროინტეგრაციას.
  • "უკრაინა და სლოვაკეთი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ მადლიერები ვართ სლოვაკი ხალხის, რომელიც ეხმარება უკრაინას და უკრაინელებს ამ რთულ დროს", - განაცხადა დენის შმიგალმა.

შმიგალთან შეხვედრის წინ ფიცომ არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. კერძოდ, თქვა, რომ უკრაინას მოუწევს თავისი ტერიტორიის ნაწილის დათმობა რუსეთისთვის ომის დასრულების სანაცვლოდ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S