Accentnews.ge
აშშ უკრაინას $11,8 მილიარდს გამოუყოფს

აშშ უკრაინას $11,8 მილიარდს გამოუყოფს

24/01/2024 12:25:31 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს, დამატებით 11,8 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა გამოყოს, რათა უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტი შეავსონ, - ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ფინანსების მინისტრმა ჟანეტ იელენმა უკრაინის პრემიერ–მინისტრთან დენის შმიგალთან ვირტუალურად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ უკრაინისთვის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებით ასტიმულირებს სხვა დონორებსაც, რომლებმაც 2024 წლის ბიუჯეტის სამი მეოთხედი უნდა შეავსონ.

აშშ-ის ეს დახმარება მოხმარდება როგორც მთავრობისთვის, ასევე საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ინსტიტუტებს, მათ შორის საავადმყოფოებს, სკოლებსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს.

"უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა მჭიდროდ არის დაკავშირებული მის წარმატებასთან ბრძოლის ველზე", - ამბობს ფინანსთა მინისტრი და დასძენს, რომ ეს დახმარება დასტურია აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მტკიცე გადაწყვეტილებისა, ერთად დაიცვან დემოკრატიული სახელმწიფოების თავისუფლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S