Accentnews.ge
უკრაინის დაზვერვა ადასტურებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა იყო დაგეგმილი

უკრაინის დაზვერვა ადასტურებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა იყო დაგეგმილი

24/01/2024 12:39:26 მსოფლიო

დღეს, 24 იანვარს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო,– განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.

„შემიძლია, განვაცხადო, რომ დღეს დაგეგმილი გაცვლა ჯერ არ შემდგარა“, - განაცხადა მან.

მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის თქმით, რუსული მხარის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ბელგოროდის რაიონში ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავ ილ-76-ზე შესაძლოა, სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, ამჟამად მოწმდება.

როგორც რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ბელგოროდის რაიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა დაგეგმილი ფრენის დროს.

ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ. ამასთან, თვითმფრინავში იყო ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი.

ამავდროულად, არაერთი უკრაინული მედიარესურსი წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რომ ილ-76 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნა უკრაინის შეიარაღებული ძალების დამსახურებაა და რომ თვითმფრინავს გადაჰქონდა რაკეტები S-300 კომპლექსებისთვის.

ოფიციალურ კომენტარებში უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ინფორმაციას ამოწმებენ და მოუწოდებენ მოქალაქეებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ცნობებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S